ბატონო რესან,
თქვენ, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ყოფილი პროკურორი, გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი, ძალიან კარგად უნდა აცნობიერებდეთ, რას ნიშნავს ადამიანისათვის ისეთი მძიმე ბრალდებების წარდგენა, როგორიც 2017 წლის 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მერაბ ღოღობერიძისთვის იყო წაყენებული — შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ჩაგდება და პოლიციელებზე თავდასხმა.
ეს იარლიყი მე კი არა, პირველ რიგში იმ ადამიანებს დარჩებათ ისტორიაში, ვინც ასეთ საქმეებზე ხელი მოაწერა და პოლიტიკური ინტერესების გამო ადამიანების ბედით ითამაშა.
აღარაფერი მიკვირს თქვენგან. განსაკუთრებით მაშინ, როცა საზოგადოებას ახსოვს როინ შავაძის საქმე — ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ცოდვით სავსე საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. საქმე, რომელზეც თქვენი ხელმოწერაც ფიგურირებს. საზოგადოებაში დღემდე არსებობს მძიმე კითხვები, როგორ მოხდა დოკუმენტაციების გაყალბება, რეალური პასუხისმგებელი პირებისგან ყურადღების არიდება და საბოლოოდ იმ ადამიანების გასამართლება, რომლებიც ბევრის აზრით მხოლოდ სისტემის გადასარჩენად შეეწირნენ.
სამწუხაროა, როდესაც სამართალი პოლიტიკურ ინტერესებს ეწირება, ხოლო რიგითი თანამშრომლები და ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისა და კარიერის შესანარჩუნებლად იწირებიან.
მახსოვს ის პერიოდიც, როდესაც აჭარაში ადამიანებს კაბინეტებში იბარებდნენ და მათზე ზეწოლა ხდებოდა. საზოგადოებას კარგად ახსოვს იმდროინდელი პროცესები, სახელები და ისტორიები. დრო გადის, მაგრამ ხალხის მეხსიერებიდან სიმართლე არ ქრება.
შესაძლოა დღეს ბევრს ჰგონია, რომ ძალაუფლება და თანამდებობა ყველაფერს გადაფარავს, მაგრამ მძიმე დანაშაულებებსა და უსამართლო გადაწყვეტილებებს ვადა არ აქვთ. თუ არა დღეს, ხვალ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც საზოგადოება, ისტორია და სამართალი თითოეულ გადაწყვეტილებას თავის სახელს დაარქმევს.
სიმართლე ყოველთვის გზას პოულობს.
#რესანკონცელიძე
#სამართლიანობა
#ისტორია
#პასუხისმგებლობა
რესან კონცელიძე
სამუშაო გამოცდილება
2016 – 2020 — აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
2015 – 2016 — აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უფროსი
2014 – 2015 — აჭარის ა.რ მთავარი სამმართველოს ქედის რაიონული სამმართველოს უფროსი
2014 — აჭარის ა.რ მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
2008 – 2014 — აჭარის ა.რ მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების სამმართველოს უფროსი
2008 — აჭარის ა.რ მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
2007 – 2008 — აჭარის ა.რ მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე
2005 — აჭარის ა.რ პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი
2004 – 2005 — აჭარის ა.რ პროკურატურის ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი
2002 – 2004 — აჭარის ა.რ პროკურორი
2000 – 2002 — აჭარის ა.რ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
1999 – 2000 — აჭარის ა.რ პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების პროკურორი
1997 — აჭარის ა.რ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
1996 – 1997 — აჭარის ა.რ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე
1994 – 1996 — სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს აჭარის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს უფროსი
1993 – 1994 — საქართველოს რესპუბლიკის შსს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს აჭარის სატრანსპორტო პოლიციის სახაზო განყოფილების უფროსი
1993 — აჭარის ა.რ შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში
1990 – 1993 — სსრკ მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის ასპირანტი (ადიუნქტი)
1986 – 1990 — სსრკ შსს მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტის მსმენელი
1986 — ქობულეთის სახელმწიფო ბანკის დაცვის განყოფილების მილიციელი
1984 – 1986 — ქობულეთის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის არასაუწყებო დაცვის განყოფილების მილიციელი
1981 – 1983 — სავალდებულო სამხედრო სამსახური
სპეციალური წოდებები
იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი
უმაღლესი სპეციალური წოდება
მინიჭების თარიღი: 26 დეკემბერი 2002
პოლიციის გენერალ-მაიორი
უმაღლესი სპეციალური წოდება
მინიჭების თარიღი: 21 მაისი 2020
ჯილდოები და საპატიო ნიშნები
I ხარისხის მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ — 2013
შსს მედალი „მამაცობისათვის“ — 2018
შსს მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ — 2018
სამკერდე ნიშანი „შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკი“ — 2001
II ხარისხის ბაფთიანი სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“
პს. ბაფთას გაუფრთხილდი და შენს უმწიკლოებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველო ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი"
ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე
- წერს მერაბ ღოღობერიძე
2026-05-13
2026-05-13
2026-05-12
2026-05-12
2026-05-12
2026-05-11
2026-05-11
2026-05-11
2026-05-11
2026-05-10