img1


საჯარო მიმართვა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანს

ბატონო პრემიერო,

 

დღეს თქვენ განაცხადეთ შემდეგი:

 

„საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული მდგომარეობით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მდგომარეობა უნდა მოგვარდეს.“

 

როგორც ჟურნალისტს საქართველოდან, თქვენი ეს განცხადება რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას მიჩენს.

 

გთხოვთ, დააკონკრეტოთ, კონკრეტულად რას გულისხმობთ „შეშფოთებაში“ და რა არის თქვენი შეშფოთების მთავარი მიზეზი.

 

მით უფრო იმ ფონზე, როდესაც დღევანდელი ევრობიუროკრატია წარმოადგენს სწორედ იმ ძალას, რომელიც უხეშად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში და ღიად უჭერს მხარს იმ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოში არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ცდილობენ.

 

ასეთ პირობებში სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელში არსებული ბიუროკრატიული სისტემის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეს.

 

ამიტომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი მკაფიო პოზიციის მოსმენა:

 

მიგაჩნიათ თუ არა მართებულად ევროკავშირის ბიუროკრატიული სტრუქტურების პოლიტიკური მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ?

 

ასევე საინტერესოა, თქვენი განცხადება მხოლოდ დიპლომატიური შეშფოთების გამოხატულებაა, თუ რეალურად ცდილობთ ერთდროულად შეინარჩუნოთ ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე საქართველოსთან, რის გამოც თქვენი პოზიცია საკმაოდ ბუნდოვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამოვიდა.

 

ვფიქრობ, საზოგადოების წინაშე მნიშვნელოვანია უფრო კონკრეტული და მკაფიო განმარტების გაკეთება.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი

საინფორმაციო სააგენტო Publicist.ge