ღონისძიების გახსნას ესწრებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ასევე სხვა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები.
კონგრესს მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელიც ადგილზე გაესაუბრა შეკრებილ ახალგაზრდებს, აღნიშნა მათი ჩართულობის მნიშვნელობა და მსგავსი ღონისძიებების როლი ახალგაზრდების განვითარებაში.
კონგრესის თემებს წარმოადგენდა: პიროვნული განვითარება, მოტივაცია და დროის მენეჯმენტი. ტრენინგს წარუძღვა ფსიქოლოგი და პიროვნული
განვითარების ტრენერი ნათია გოცაძე, რომელმაც ახალგაზრდებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება და რჩევები პიროვნული ზრდის, მოტივაციის შენარჩუნებისა და დროის ეფექტურად მართვის მიმართულებით.
ღონისძიების მიზანს, აჭარის რეგიონში რეგისტრირებული ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი
მოტივაციის ამაღლება და თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციისთვის საჭირო უნარების გამომუშავება წარმოადგენდა.
ახალგაზრდულ კონგრესში ჩართული იყო 300 ზე მეტი ახალგაზრდა აჭარის რეგიონიდან.
2026-05-12
2026-05-11
2026-05-11
2026-05-11
2026-05-11
2026-05-10
2026-05-09
2026-05-09
2026-05-09
2026-05-07