საერთაშორისო ფორუმმა ქართული და მსოფლიო მუსიკალური კულტურის, ეთნომუსიკოლოგიის, საშემსრულებლო პრაქტიკისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის მრავალფეროვანი მიმართულებების ირგვლივ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრები გააერთიანა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
დასკვნითი ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის შესახებ ფილმით გაიხსნა. ჩვენების შემდეგ სტუმრებს სიტყვით მიმართა გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ნანა გოთუამ.
„გასული ორი დღის განმავლობაში ქართველ და უცხოელ მონაწილეებს ერთმანეთის მუსიკალური კულტურის გაზიარებისა და უკეთ გაცნობის საშუალება გქონდათ. ვიმედოვნებ, ეს პროფესიული და პიროვნული გამოცდილება სამომავლო შემოქმედებითი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.
ეს კი ჩვენთვის იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ სწორი საკითხების, სწორი ღირებულებების გარშემო ვერთიანდებით; რომ მუსიკა, ქვეყნებისთვის დამახასიათებელი განსხვავებების მიუხედავად, არის უნივერსალური საკომუნიკაცია ენა და რომ ტრადიციასაც სჭირდება მუდმივად კვლევა და განვითარება. ჩვენი ქვეყნების ამ უნიკალურ საგანძურში კი, დამეთანხმებით, ყოველთვის შეგვიძლია რაღაც ახლის აღმოჩენა“ – აღნიშნა ნანა გოთუამ.
კონფერენციის დახურვის სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები ბაია კვიციანი და თამარ მახარაშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე. მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ეკა ჭიჭინაძე, ლალი სეთურიძე.
კონფერენციის ყველა მონაწილეს დიპლომები გადაეცა. დასკვნით სესიაზე გამოვლინდნენ კონფერენციის წარმატებული მონაწილეები.
2026-05-11
2026-05-11
2026-05-10
2026-05-09
2026-05-09
2026-05-09
2026-05-07
2026-05-07
2026-05-07
2026-05-07