ასევე მიუღებელი და ლოგიკას მოწყვეტილია მოლდოვას მიერ სამი ქართული მაუწყებლის - „იმედის”, „რუსთავი 2-ისა“ და „პოს ტვ-ს“ აკრედიტაციაზე უარის თქმის ფაქტი.
აღნიშნული ქმედება სერიოზულ კითხვებს აჩენს სიტყვის თავისუფლებისა და მედიის პლურალიზმის მიმართ ევროპული სტანდარტებიდან გამომდინარე. მსგავსი მიდგომები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროპული ინსტიტუტები თავადვე იმ პრინციპებს ეწინააღმდეგებიან, რომელთა დაცვის აუცილებლობაზეც თავად მუდმივად საუბრობენ.
ევროპული მომავალი ჩვენი საზოგადოებისთვის ნიშნავს სამართლიანობას, თავისუფალ დიალოგს, დემოკრატიულ სტანდარტებს და არა განსხვავებული აზრის გამო მედიის შეზღუდვასა და სანქციების ენით საუბარს.
მსგავსი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და აშკარას ხდის ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას, რაც დემოკრატიის იდეას მნიშვნელოვნად აზიანებს.
საქართველოში არ ვმოქმედებთ მსგავსი სტანდარტებით განსხვავებული აზრისა და პოზიციის მქონე მედიის მიმართ. რადგან მივისწრაფვით, რომ დავიცვათ ის დემოკრატიული პრინციპები, რომლებიც განსხვავებული აზრის, მრავალფეროვანი მედიისა და კრიტიკული პოზიციების თანაარსებობას ეფუძნება.
მხარდაჭერას ვუცხადებ ტელეკომპანიებს „იმედი“, „რუსთავი 2-“ და „პოსტ ტვ“.
მიუხედავად ამ ვითარებისა, დარწმუნებული ვარ, მედია საშუალებები ჩვეული პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და საზოგადოების ინტერესების დაცვით გააგრძელებენ საქმიანობას და კიდევ უფრო წარმატებით უპასუხებენ არსებულ გამოწვევებს.
- წერს ილია ინჯია
2026-05-09
2026-05-09
2026-05-07
2026-05-07
2026-05-07
2026-05-07
2026-05-06
2026-05-06
2026-05-06
2026-05-04