ღვინის ბრენდი „Marissya“ ქართულ ბაზარზე სულ ორი თვის წინ გამოჩნდა, თუმცა ამ მოკლე დროში უკვე შეძლო მომხმარებლის ინტერესისა და მაღალი პოპულარობის მოპოვება.
ბრენდი წარმოდგენილია ღვინის ხუთი სახეობით: ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი, წინანდალი და რქაწითელი.
ბრენდის დამფუძნებელია ადვოკატი და მოხალისეთა ორგანიზაცია “ვემსახურები საქართველოს” დამფუძნებელი/ხელმძღვანელი- მარიამ საბიაშვილი.
„Marissya“ მომხმარებლის ყურადღებას იპყრობს ხელმისაწვდომი ფასისა და მაღალი ხარისხის შერწყმით. ბრენდის ღვინოები ფლობს VI-1 სერტიფიკატს, რაც ადასტურებს, რომ პროდუქცია სრულ შესაბამისობაშია როგორც ქართული, ისე ევროპული ბაზრის სტანდარტებთან.
ღვინო ევროპული მეთოდით მზადდება კახეთში მდებარე თანამედროვე ღვინის საწარმოში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვას.
ჩვენ მარიამსაც გავესაუბრეთ:- მისი თქმით, წარმატების საფუძველი ყოველდღიური შრომა, მაქსიმალური რესურსის გამოყენება და პროცესებში უშუალო ჩართულობაა. როგორც თავად აღნიშნავს, ის პირადად სტუმრობს ობიექტებს და პროდუქციის შეთავაზებაშიც აქტიურად მონაწილეობს.
„ბევრს დისტრიბუტორი, ვაიზერი ან პრომო გოგონა ვგონივარ“, — ამბობს ის ღიმილით და დასძენს, რომ საჭიროების შემთხვევაში არც ფიზიკურ შრომას ერიდება (ხშირად ყუთებსაც დავათრევ). ეს ღვინო ქართულ საქმესაც გააკეთებს, რადგან ის ორგანიზაცია “ვემსახურები საქართველოს” დააფინანსებს.
ფაქტია, რომ კომპანიამ სულ ორ თვეში შეძლო თავის დამკვიდრება და კიდევ უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
აღსანიშნავია, რომ “Marissya“-ს ღვინოები წელს წარდგენილი იქნება სალონიკსა და შვეიცარიაში, ჩვენი საელჩოების მიერ, საქარღველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.
595002003
2026-05-07
2026-05-07
2026-05-07
2026-05-07
2026-05-06
2026-05-06
2026-05-06
2026-05-04
2026-05-03
2026-05-03