დღეს, როდესაც საზოგადოებაში ხშირად მხოლოდ ნეგატიურ თემებზე საუბრობენ, მიმაჩნია, რომ აუცილებელია ითქვას იმ ადამიანების შესახებაც, რომლებიც წლების განმავლობაში რეალურად აკეთებენ კეთილ საქმეს, ეხმარებიან ხალხს, ქმნიან სამუშაო ადგილებს და საკუთარი საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს დებენ საქართველოს განვითარებაში.
კიდევ ერთხელ და მრავალჯერად გავიმეორებ — ბიზნესმენი და მეცენატი Galip Öztürk არის როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს მოქალაქე. ბატონი გალიფი არის ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარს საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. ზოგიერთ იმ ადამიანზე მეტადაც კი, ვინც მხოლოდ სიტყვებით ამტკიცებს ქართველობას.
წლების განმავლობაში მის კომპანიებში ასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდა. ასობით ოჯახს მიეცა შესაძლებლობა ღირსეულად ეშრომა, ერჩინა საკუთარი შვილები და ჰქონოდა სტაბილური შემოსავალი. ადგილობრივების დასაქმების მიმართულებით მისი საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია და ამას ყოველდღიურად ხედავენ ადამიანები, რომლებიც მისი კომპანიების მხარდაჭერით ცხოვრობენ და მუშაობენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ადამიანობა, ქველმოქმედება და დამოკიდებულება ხალხის მიმართ. ბატონ გალიფს არაერთხელ გაუწევია ფინანსური დახმარება მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახებისთვის, ონკოლოგიური და მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, ბავშვებისთვის და მოქალაქეებისთვის, რომლებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ხშირად ეს დახმარებები ხდებოდა ყოველგვარი აფიშირების გარეშე — გულით, ადამიანურად და ჩუმად.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ Galip Öztürk პირველ რიგში არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ოჯახი, შვილები, მეგობრები და ადამიანური ურთიერთობები. მრავალშვილიანი ადამიანი, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს განსაკუთრებულ პატივს სცემს, ვერ იქნება გულგრილი საზოგადოების და ხალხის მიმართ. მისთვის საქართველო მხოლოდ ქვეყანა არ არის — ის საქართველოს საკუთარ სამშობლოდ თვლის და ეს დამოკიდებულება მის ყოველდღიურ საქმიანობასა და დამოკიდებულებაში ნათლად ჩანს.
ასევე, სხვადასხვა მძიმე პერიოდში, მან მორალური და ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებას. ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც საზოგადოება უნდა ხედავდეს, აფასებდეს და პატივს სცემდეს.
მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ, მედიამ და ჩემმა კოლეგებმა უნდა იცოდნენ ამ ადამიანის დადებითი საქმიანობის შესახებ. როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში ქმნის სამუშაო ადგილებს, ეხმარება გაჭირვებულებს, გვერდში უდგას ხალხს და პატივს სცემს საქართველოს — ამის დაფასება აუცილებელია.
დღეს მსურს საჯაროდ, გულწრფელად და ადამიანურად ვუთხრა მადლობა Galip Öztürk-ს და მის გუნდს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მათ საქართველოს მოქალაქეების მიმართ არაერთხელ გამოუჩენიათ.
სიკეთე, ქველმოქმედება, ადამიანობა და ერთმანეთის პატივისცემა ყოველთვის უნდა ფასდებოდეს.
პატივისცემით,
მერაბ ღოღობერიძე
ხელმძღვანელი
არასამთავრობო ორგანიზაცია
„საქართველო — კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“
2026-05-06
2026-05-06
2026-05-04
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01