img1


გალობის უნივერსიტეტის სახელით გულითადად ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ს პატრიარქად გამორჩევას

ეს ისტორიული მოვლენა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია საქართველოს სულიერი ცხოვრებისათვის. გვჯერა, რომ მისი უწმინდესობის სიბრძნე, სულიერი სიმტკიცე და მსახურება კიდევ უფრო გააძლიერებს რწმენას, ერთობას, სიყვარულსა და ეროვნულ ღირებულებებს ჩვენს საზოგადოებაში. 

 

დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა მის უწმინდესობას ღირსეულად და მსუბუქად ეტარებინოს, მისი მსახურება იქცეს სულიერი გაძლიერებისა და სასოების წყაროდ საქართველოს ეკლესიისა და სრულიად ერისათვის.  

 

#გალობისუნივერსიტეტი