img1


საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სლოვაკეთში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს რიხარდ რაშის შეხვდა.

 

შალვა პაპუაშვილმა სლოვაკურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 

დადებითად შეფასდა 2026 წლის იანვრიდან ქუთაისი-ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების ამოქმედება.

 

რიხარდ რაშიმ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

 

ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა

 

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე გამახვილდება.

 

„საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა განახორციელა განათლების მიმართულებით და მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება. შევთანხმდით ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის განხორციელებაზე. ჩვენც განათლების რეფორმის აქტიურ ფაზაში ვართ და მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნის გამოცდილება. შევთანხმდით ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის განხორციელებაზე", - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.