img1


დღეს საღამოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ თბილისში საკუთარ ფასადზე |ალი მოუჯანი

დღეს საღამოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ თბილისში საკუთარ ფასადზე ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის სიმბოლო გამოფინა — სიმბოლო, რომლის ფესვები ირანელი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ცივილიზაციურ, კულტურულ და ცოცხალ კავშირებშია.

ირანელები და ქართველები ორი კულტურის, ორი ენის, ორი ტრადიციისა და ცხოვრების ორი განსხვავებული წესის მატარებელნი არიან, რომლებმაც ისტორიისა და პოლიტიკის სირთულეების მიღმაც შეძლეს ცოცხალ ურთიერთობებში მეგობრობის, თანამშრომლობისა და პატივისცემის საფუძვლის შექმნა.

ეს კავშირი მხოლოდ ისტორიული მოგონება არ არის; იგი ცოცხლობს ენაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, რიტუალებსა და ორივე ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში. დღესაც მრავალი სპარსული სიტყვა ქართულ ენაში იმავე მნიშვნელობითა და ჟღერადობით გამოიყენება, როგორც ირანში. ამავე დროს, ქართული არქიტექტურა, ხელოვნება, სიმამაცე და სულიერი ძალა ირანის თანამედროვე ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობდით, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით და საერთო ადამიანურ მემკვიდრეობას მომავალ თაობებს გადავცემდით. რადგან ხალხებს შორის ურთიერთობები, პირველ რიგში, ცოცხალი და სოციალური კავშირებია — ურთიერთობები, რომლებიც ემყარება ემოციას, აღქმას, მეხსიერებასა და საერთო ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

დღეს ირანის საელჩომ თბილისში მხოლოდ ერთი გამოსახულება კი არ წარმოადგინა; მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ხალხებს შორის კავშირები და ინტერესები ბევრად უფრო ძველი, ღრმა და მდგრადია, ვიდრე ნებისმიერი მსწრაფლწარმავალი პოლიტიკური ურთიერთობა.

ირანის ელჩი საქართველოში ალი მოუჯანი