img1


ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მივაგე. 

 

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შევამკე.

 

300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას, თითოეულ გმირს, რომელიც არის თავდადების, სამშობლოსთვის თავგანწირვის განსახიერება. ვულოცავ ყველას და მადლობას ვუხდი ყველა ვეტერანს, ყველა გმირს მათი ღვაწლისთვის. |ირაკლი კობახიძე