img1


9 მაისი — ფაშიზმზე გამარჯვების დღე… ჩემი ოჯახისთვის ეს დღე უდიდესი ტკივილისა და ამავდროულად დიდი სიამაყის დღეა |ჯუმბერ ჭყონია

9 მაისი — ფაშიზმზე გამარჯვების დღე…

ჩემი ოჯახისთვის ეს დღე უდიდესი ტკივილისა და ამავდროულად დიდი სიამაყის დღეა

მეორე მსოფლიო ომში ჩემი ბაბუა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მამაჩემი მაშინ მხოლოდ ერთი წლის და ორი თვის იყო და მას შემდეგ მამა აღარ უნახავს…

    მან და ათასობით ქართველმა საკუთარი სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენს შვილებს მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში ეცხოვრათ.

მათი გმირობა და თავგანწირვა არასოდეს უნდა დავივიწყოთ.

დიდება ყველა გმირს, ვინც მომავლისთვის თავი გაწირა.

- წერს ქობულეთის მერის მოადგილე ჯუმერ ჭყონია