img1


მარჯანიშვილის თეატრიდან გაათავისუფლეს სტაჟიანი მსახიობები და იყო ამაზე ამბავი ატეხილი. მათ შორისაა პოლიკარპე კაკაბაძის შვილის შვილი, ჩემი მეგობარი, უსაყვარლესი ადამიანი -მაია კაციტაძე |მარიამ საბიაშვილი

ესეიგი.. 

 

მარჯანიშვილის თეატრიდან გაათავისუფლეს სტაჟიანი მსახიობები და იყო ამაზე ამბავი ატეხილი. მათ შორისაა პოლიკარპე კაკაბაძის შვილის შვილი, ჩემი მეგობარი, უსაყვარლესი ადამიანი -მაია კაციტაძე

(აღარ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა კავშირი ჰქონდა მარჯანიშვილის თეატრთან თავად პოლიკარტეს.. ჯერ მარტო “ყვარყვარე თუთაბერი” გავიხსენოთ. ამიტომ, ისტორიის მატარებელსა და მის შთამომავალს, ამგვარად არ მოვექცეოდი).

 

გათავისუფლებული მსახიობებიდან არიან პოლიტიკურად აქტიურები და დაედო სარჩული, თითქოს გათავისუფლების რეალური მიზეზი ეს იყო.. 

 

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მაია, სრულიად ნეიტრალური ადამიანი, არასდროს პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობდა და მეტიც, მოვიკითხე და გავიგე, რომ მსახიობების გათავისუფლება არც პარტიული დავალება ყოფილა. 

სავარაუდოდ, არის პირადად ახალი ხელმძღვანელის- გოგა მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომელსაც ახალი კადრები მოჰყავს. 

 

რამდენადაც ვიცი, მაია ჯერ მოკლევადიან ხელშეკრულებაზე გადაიყვანეს და შემდეგ ხელშეკეულება აღარ გაუგრძელეს. 

 

ზოგადად, შრომითი ურთიერთობის მოკლევადიან ხელშეკრულებაზე გადაყვანა, თავისთავად არ ნიშნავს დამსაქმებლისათვის აბსოლუტურ უფლებას, შემდგომში ხელშეკრულება აღარ გააგრძელოს. 

 

სასამართლო პრაქტიკითა და შრომითი სამართლის პრინციპებით, შეფასებას ექვემდებარება, არსებობდა თუ არა ვადიანი ხელშეკრულების დადების რეალური, ობიექტური და წინასწარ განსაზღვრული საფუძველი.

 

თუ ვადიანი ხელშეკრულება გამოყენებული იქნა მხოლოდ დასაქმებულის დაცვის გარანტიების შესასუსტებლად ან გათავისუფლების გასამარტივებლად, ასეთი ქმედება შეიძლება შეფასდეს შრომითი უფლებების ბოროტად გამოყენებად.

 

ამასთან, ხელშეკრულების არგაგრძელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურად შენიღბულ გათავისუფლების ხასიათს. 

 

მოკლედ.. ბატონო გოგი, დიდათ იმედი აღარ მაქვს, რომ თქვენ მაიას სამსახურში აღადგენთ და ალბათ იძულებული ვიქნები მივმართო სასამართლოს, თუმცა სტატუსს ვწერ იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ეს პარტიული დავალება არ ყოფილა და ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი, ფაქტს არასწორად აფრიალებს. 

 

ამასთან, მინდა ინფორმაცია მივიდეს მთავრობამდე და კულტურის მინისტრამდე, იქნებ დაინტერესდეს, ჩაერიოს და რამე შეიცვალოს.. მართლა გულწრფელად გული მტკივა მაიკოზე 

 

საქართველოს მთავრობა 

- წერს მარიამ საბიაშვილი