img1


ნიჟნი ნოვგოროდში საზეიმოდ იკურთხა და ოფიციალურად გაიხსნა რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძარი — წმინდა მოციქულთასწორი ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი |მამუკა ფიფია

ძვირფასო მეგობრებო!დღეს ჩვენ ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენის მოწმენი გავხდით. 

 

ნიჟნი ნოვგოროდში საზეიმოდ იკურთხა და ოფიციალურად გაიხსნა რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძარი — წმინდა მოციქულთასწორი ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ღირსშესანიშნავ ცერემონიაში მონაწილეობის მიღება რუსეთის ქართველთა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის თავმჯდომარესთან, დავით ცეცხლაძესთან ერთად.Давид Цецхладзе

 

ეს დიდებული ტაძარი ნიჟნი ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტ გიორგის ლოცვა-კურთხევით აღიმართა. მისი მშენებლობა შესაძლებელი გახდა ადგილობრივი ქართული დიასპორის ინიციატივითა და ერთსულოვნებით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორი და ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

სიმბოლურია, რომ ეს მასშტაბური პროექტი სწორედ დღეს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს დასრულდა. გიორგობა თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, ხოლო ამ დღეს წმინდა ნინოს ტაძრის გახსნა ჩვენი სულიერი ერთიანობის ნამდვილი სიმბოლოა.

 

მთელი გულით გილოცავთ ამ დიდებულ მოვლენას და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

 

წმინდა ნინო და წმინდა გიორგი ფარავდეს თქვენს ოჯახებს.

 

გილოცავთ გიორგობას!

 

Дорогие друзья!

 

Сегодня мы стали свидетелями поистине исторического события. В Нижнем Новгороде состоялось великое освящение и официальное открытие самого большого грузинского храма в России — собора в честь святой равноапостольной Нины.

 

Имел честь принять участие в этой торжественной церемонии вместе с Председателем Федеральной грузинской национально-культурной автономии в России Давидом Цецхладзе.

 

Этот величественный храм был воздвигнут по благословению митрополита Нижегородского и Арзамасского Георгия. Его строительство стало возможным благодаря инициативе и сплоченности местной грузинской общины . В мероприятии приняли участие губернатор Нижегородской области и представители грузинского дипломатического корпуса.

 

Символично, что этот масштабный проект завершился именно сегодня, в день памяти святого Георгия Победоносца. Гиоргоба — особенный праздник для каждого грузина, и открытие храма святой Нины в такой день — настоящий символ нашего духовного единства.

 

От всей души поздравляю вас с этим великим событием и светлым праздником Гиоргоба! 

 

Пусть святая Нина и святой Георгий хранят вас и ваши семьи

- წერს მამუკა ფიფია