ირანული მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ირანის მიზანი ვითარების დეესკალაციაა | ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ აბას არაღჩიმ ფრანგ და იტალიელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია „ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიციებისა და ინიციატივების შესახებ თავსმოხვეული ომის დასასრულებლად“. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანტონიო ტაიანისთან საუბრისას არაღჩიმ უკმაყოფილება გამოთქვა ევროპული ქვეყნების იმ მიდგომის გამო, რომელსაც მან „არაკონსტრუქციული“ უწოდა ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით. მან განაცხადა, რომ ეს პროგრამა „აბსოლუტურად მშვიდობიანია“. ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ მან არაღჩის პირდაპირ უთხრა: ბირთვული იარაღის მქონე ირანი იტალიისთვის „წითელი ხაზია“. როგორც ტაიანი სოციალურ ქსელში წერს, იტალიის მთავრობა შეშფოთებულია რეგიონში მზარდი დაძაბულობით და მიიჩნევს, რომ აუცილებელია სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილება. მისი თქმით, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობის გაძლიერება და ჰორმუზის სრუტის გახსნა.
"ირანმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა ჰეზბოლაზე, რათა შეწყდეს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმები და ლიბანში მშვიდობას მოლაპარაკებების გზით მიაღწიონ“ | წერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პლატფორმა X-ზე
ტაიანის თქმით, იტალია განაგრძობს საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას, ინარჩუნებს დიალოგს ყველა მხარესთან და ცდილობს რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას.
"სამშვიდობო მოლაპარაკებები ფერხდება ირანის ურანის მარაგების გამო, რომელიც გამდიდრებულია იმაზე მეტად, ვიდრე ეს ენერგიის გამომუშავებისთვისაა საჭირო - აშშ ითხოვს, რომ ირანმა ამ მარაგებზე უარი თქვას." | წერს გამოცემა Sky News
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15