პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) და ქუთაისის მერიის თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად ისახავს ქუთაისის, როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის როლის გაძლიერებას.
UniverCity-ის სივრცე ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავსდა. პროექტი ოთხ მიმართულებას აერთიანებს. ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტისა და STEM სისტემების განვითარებასთან ერთად, აქ კულტურული, სოციალური და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება. სივრცე ასევე მოიცავს ახალგაზრდებზე მორგებულ სერვისებს, დასასვენებელ და სამუშაო ზონებს.
ჰაბში წარმოდგენილია KIU-ს ევროპული სტანდარტების პროგრამები და ინფორმაცია უნივერსიტეტის თანამედროვე კამპუსის შესახებ. UniverCity ერთდროულად შეასრულებს საგანმანათლებლო და ტურისტულ ფუნქციას.
ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან ერთად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15