img1


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებულ წესით განიხილა

საკითხი კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილი წარუდგინა.

 

ცვლილებების თანახმად, განისაზღვრება, რომ საჯარო მოსამსახურეებს და აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებში ჩართულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, შეთავსებით განახორციელონ ექსპერტული საქმიანობა და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება.