img1


როგორ ამზადებს გალობის უნივერსიტეტი წარმატებულ და კონკურენტუნარიან პროფესიონალებს და როგორ იწყებენ გზას ქართული ტრადიციული მუსიკის მომავალი მცველები – 20 აპრილს აბიტურიენტები გალობის უნივერსიტეტის ღია კარის დღეს სტუმრობდნენ

შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც სტუდენტებს აქვთ სწავლის განმავლობაში: საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია, კვლევით საქმიანობაში ჩართვა და ეროვნული მუსიკალური კულტურის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაცია.

 

აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ, პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ, დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ წკრიალაშვილმა, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მოწვეულმა პედაგოგმა ეკატერინე ყაზარაშვილმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ქრისტინე ჩიხლაძემ და პროექტების მართვის მენეჯერმა ნინო რაზმაძემ.

 

წინ მნიშვნელოვანი ეტაპია!

წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ აბიტურიენტს! გალობის უნივერსიტეტი გელოდებათ

 

#გალობისუნივერსიტეტი #177 – ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციის უნიკალური შესაძლებლობა!