img1


კიევში შეიარაღებული თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

კიევში შეიარაღებული თავდამსხმელი ლიკვიდირებულია - უკრაინის ეროვნული პოლიციის სპეცრაზმმა მაღაზიაზე, რომელშიც 60 წლამდე ასაკის კაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა, შტურმი განახორციელა. ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანია დაღუპული.

 

იქამდე იყო მასთან კონტაქტზე გასვლისა და მოლაპარაკებების მცდელობა, თუმცა თავდამსხმელმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ცეცხლი გაუხსნა. 

 

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის მიერ მოკლულთა რაოდენობა ზუსტდება. არიან დაჭრილებიც. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილია 10 დაჭრილი, მათ შორის, ერთი ბავშვია.

 

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა კიევის ერთ-ერთ რაიონში გამვლელებს სანადირო თოფიდან ესროლა, რის შემდეგაც სუპერმარკეთში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ამის შემდეგ დაიწყო სპეცრაზმმა შტურმი.