img1


ეკა სეხნიაშვილი - პოლიტიკოსების და ზოგადად, ცნობადი პერსონების მხრიდან დაუფიქრებელ განცხადებებს მოჰყვება საზოგადოების არასწორი ინფორმირება და აუტისტების გარიყვა სამოქალაქო საზოგადოებიდან!!

აუტიზმის გამოყენება შეურაცხმყოფელ კონტექსტში(ბრჭყალებში თუ უბრჭყალებოდ, რადგან ამ შემთხვევაში, შინაარსობრივად ის უარყოფითი ექვივალენტური კონოტაციაა ) არის დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და აძლიერებს სტიგმას!! რომელსაც, ჩვენ აუტისტი შვილების მშობლები ყოველდღიურად , ყოველ ნაბიჯზე ვებრძვით, როგორც ცხრათავიან ურჩხულს!! არ შეიძლება ვესწრაფვოდეთ ევროპას , თავი მოგვქონდეს დიდ პროევროპელებად და თანადროულად, ვაზროვნებდეთ საბჭოთა ბოლშევიზმის კლიშეებით. 

 

ვინც არ უნდა იყოს, პატივისცემის მიუხედავად, ბოდიში უნდა მოიხადოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების წინაშე და სხვა ყველა ეცადოს, მსგავსი რამ აღარასოდეს გაიმეოროს!!!

მე როგორც აუტისტების უფლებადამცველი და აუტისტის დედა, ვგმობ აუტისტების დამამცირებელ მოხსენიებას!!!

აუტისტები არიან უჭკვიანესი და უთბილესი ადამიანები!!

ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები და მათი შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიება არის დაუშვებელი და ეწინააღმდეგება საერთაშორისო და ევროპულ ფუნდამენტურ ღირებულებებს. P.s. კარგია, რომ ნიკა გვარამიამ პოსტი წაშალა, მაგრამ ეს ერთი სიტყვაც კი მერე რთული წასაშლელია ხოლმე ადამიანთა ცნობიერებიდან. ამიტომ მეტი პასუხისმგებლობა ყველას!

#აუტისტდაშშმბავშვთაუფლებადამცველი. #ერთადდავძლიოთაუტიზმი #აუტისტებსსაზოგადოებისმხარდაჭერა #სახალხოდამცველილევანიოსელიანი #ნიკაგვარამია

- წერს ეკა სეხნიაშვილი