img1


რომის პაპის პასუხი ტრამპს

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რომის პაპი განცხადებების გამო გააკრიტიკა, ლეო XIV-მ ტრამპს უპასუხა და აღნშინა, რომ “ტრამპის ადმინისტრაციის არ ეშინია“.

 

მისივე განცხადებით, დონალდ ტრამპთან „დებატებში შესვლა არ სურს“.

 

„არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის ან სახარებიდან გზავნილის ხმამაღლა წარმოთქმა, რადგან მჯერა, რომ აქ ამისთვის ვარ და აქ ეკლესია ამისთვის არის. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ საგარეო პოლიტიკას იმ პერსპექტივიდან არ განვიხილავთ, როგორც შეიძლება ის [ტრამპი] ამას აღიქვამდეს. თუმცა, როგორც მშვიდობისმყოფელს, სახარების გზავნილის მწამს“, - განაცხადა რომის პაპმა.

 

მისივე თქმით, მისი სიტყვები ვინმეს წინააღმდეგ არ არის მიმართული.

 

„ომის წინააღმდეგ სიტყვით კვლავ ხმამაღლა გამოვალ. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდობისა და შერიგების ხიდების აგებისთვის გზები ეძებონ, ასევე, მოძებნონ გზები იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს, როცა ეს შესაძლებელია, ომი თავიდან აიცილონ“, - აღნიშნა რომის პაპმა.