ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო თანამემამულენო!
დღეს, როდესაც მსოფლიო ასეთი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა ჩვენს ფესვებში, ჩვენს სარწმუნოებაშია. ქართველობა ყოველთვის იდგა მართლმადიდებლობაზე — ეს არის ჩვენი სულიერი ფარი და ჩვენი იდენტობა.
მინდა მოგიწოდოთ ყველას: გავერთიანდეთ რწმენის გარშემო! ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, სადაც არ უნდა ვიყოთ — საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ — ერთიანი სულიერი ოჯახის წევრები ვართ. ჩვენი ძალა ერთობაშია და ამ ერთობის საფუძველი სწორედ მართლმადიდებლური ეკლესია და ის ტრადიციული ღირებულებებია, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვება.
მხოლოდ ერთობით, მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით და უფლის იმედით შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი სამშობლო!
ქრისტე აღსდგა!
- წერს მამუკა ფიფია
2026-04-13
2026-04-13
2026-04-11
2026-04-10
2026-04-08
2026-04-08
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07