სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს შენობის წინ, პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას, სულ მცირე ორი თავდამხმელი ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი პოლიციისა და დაცვის ავტობუსებს შორის მოძრაობს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ავტომატური შაშხანიდან და პისტოლეტიდან ისვრის.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, რომელიც სტამბოლის ფინანსურ უბანში, ისრაელის საკონსულოს შენობასთან მოხდა, ორი პოლიციელი დაშავდა.
Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომ ამ დროისთვის თურქეთში ისრაელელი დიპლომატები არ იმყოფებიან.
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07
2026-04-07