img1


თქვენი ბინძური ხელები შორს დაიჭირეთ დედა ეკლესიისგან

უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ უკვე შეინიშნება პროცესები, რომლებიც მიუთითებს, გარკვეულ ჯგუფებზე, რომლებიც ცდილობენ ეკლესიის წინააღმდეგ კოორდინირებული საინფორმაციო და პოლიტიკური კამპანიის დაწყებას.

ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის გაცხადებული მტრებისთვის უწმინდესის გარდაცვალება არა მხოლოდ გლოვის საგანია, არამედ აღიქმება როგორც „შესაძლებლობების ფანჯარა“, რათა გააძლიერონ ზეწოლა როგორც ეკლესიაზე, ასევე კონკრეტულ სასულიერო პირებზე, მათ შორის მეუფე შიოზე.

უკვე იკვეთება ამ კამპანიის კონტურები, რომლის საინფორმაციო ავანგარდში, აქტიურად არიან ჩართული ისეთი მედიასაშუალებები, როგორიცაა „ტვ პირველი“ და „ფორმულა“. აღნიშნული პლატფორმებიდან წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ცილისმწამებლური თავდასხმები ეკლესიის და უწმინდესის წინააღმდეგ.

ასევე აღინიშნება, რომ ამ პროცესებში შესაძლოა ჩართული იყვნენ ცალკეული სასულიერო პირებიც, რაც დამატებით ართულებს ვითარებას და ზრდის შიდა დაპირისპირების რისკებს.

მათი მიზანიც სწორედ შიდა დაპირისპირების გამოწვევა და ეკლესიის ორად გახლეჩა გახლავთ.

სწორედ ამიტომ გვმართებს

მობილიზაცია და კიდევ ერთხელ ისეთი ერთობის დემონსტრირება, რომელსაც ვერაფერს დააკლებენ თავიანთი

პროპაგანდისტული

ინსტრუმენტებით და

სახელდახელოდ შექმნილი პერსონაჟებით.

 

● ირაკლი ჯანყარაშვილი