ირანის მიერ განხორციელებულმა სამხედრო დარტყმებმა კატარის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) სექტორზე შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც LNG-ის წარმოების დაახლოებით 17%-ის მრავალწლიანი შეჩერებით დასრულდება.
წყაროების ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა ორი LNG ტანკერი და გადამამუშავებელი ობიექტების ნაწილი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საწარმოო ბლოკი. შედეგად, წლიურად დაახლოებით 12.8 მილიონი ტონა გაზის წარმოება შესაძლოა 3-5 წლით შეჩერდეს.
ეკონომიკური ზარალი, წინასწარი შეფასებით, წლიურად 20 მილიარდ დოლარს აღწევს. ვითარება პირდაპირ აისახება ევროპისა და აზიის ენერგომომარაგებაზე, რომლებიც მნიშვნელოვანწილად არიან დამოკიდებული კატარის LNG ექსპორტზე.
კომპანია QatarEnergy შესაძლოა იძულებული გახდეს, გამოაცხადოს ფორსმაჟორი რიგ საერთაშორისო კონტრაქტებზე, მათ შორის ევროპისა და აზიის მსხვილ მომხმარებლებთან იტალია, ბელგია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, ეს შეიძლება იქცეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ენერგეტიკულ შოკად ბოლო ათწლეულებში და გაზარდოს გლობალური ფასები, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბაზარი უკვე დაძაბულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების გამო.
2026-05-11
2026-05-11
2026-05-11
2026-05-11
2026-05-10
2026-05-09
2026-05-09
2026-05-09
2026-05-07
2026-05-07