საქართველოს ღვინის ბაზარზე ახალი ბრენდი Marissya გამოჩნდა.
ამ ეტაპზე, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დააგემოვნონ ორი სახეობის ღვინო ქინძმარაული და რქაწითელი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღვინო აქამდე საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
ბრენდის დამფუძნებელი- ადვოკატი მარიამ საბიაშვილია, რომელიც ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ბავშვის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და აგრეთვე, მოხალისეთა ორგანიზაცია „ვემსახურები საქართველოს“ დამფუძნებელი/ხელმძღვანელია.
როგორც მარიამ საბიაშვილი აცხადებს, ქართულ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენცია მას არ აშინებს.
მისი თქმით, ბრენდის მთავარი იდეა მხოლოდ ბიზნესი და ხარისხიანი ღვინის წარმოება არ არის. მისი საქმიანობა ყოველთვის კავშირშია ეროვნულ ინტერესებთანაც. მოცემულ შემთხვევაშიც ყოველი გაყიდული ბოთლიდან მიღებული თანხის ნაწილი ეროვნულ საქმეს მოემსახურება. კერძოდ, შემოსავლის ნაწილი მოხალისეთა ორგანიზაცია „ვემსახურები საქართველოს“ დაფინანსებას და მისი საქმიანობის მხარდაჭერას მოხმარდება.
მისივე განცხადებით, ამ ინიციატივის მიზანია, ღვინის ბრენდი გახდეს არა მხოლოდ კომერციული პროექტი, არამედ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე იდეაც, რომელიც ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობას შეუწყობს ხელს.
მარიამის განმარტებით, თუ ბიზნესი წარმატებით განვითარდა, მომავალში კიდევ არაერთი ეროვნული პროექტის განხორციელებას გეგმავს.
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15
2026-04-14
2026-04-14
2026-04-14