img1


უსამშობლოთა როკვა

მაშინ, როდესაც საქართველო კვლავ დანის პირზე გადის და რეგიონში მიმდინარე საომარ პროცესებს უკიდურესი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით აკვირდება, ქვეყნის შიგნით ისევ აქტიურდება იმ ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც სახელმწიფოს ინტერესები არაფერს ნიშნავს.

კოლექტიური ხიდაშელ–მორგოშია–ინაშვილები ყველაფერს აკეთებენ, რომ რეგიონში გაჩენილი ცეცხლი საქართველომდე მოიტანონ და ქვეყანა ახალ ავანტურაში გახვიონ.

ამ „კამპანიაში“ ყველას თავისი როლი აქვს.

თინა ხიდაშელი მორიგ აბსურდს ავრცელებს და საქართველოს ტერორისტების გადამზადებას აბრალებს.

მორგოშია თავისი პრაქტიკულად ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პარტიით საზოგადოებას აშინებს თითქოს ქვეყანას „არაბიზაცია“ ემუქრება და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ირმა ინაშვილი კი თავისი „მეფის“ ჩრდილში უკვე იმდენად არის გასული რეალობიდან, რომ აშკარად ეუხერხულება ის ფაქტიც კი, რომ საქართველო სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობს.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის ამ ორის როლი უკვე დიდი ხანია გასაგებია. მუდმივი პროვოკაციები, ქვეყნის შიგნით დაძაბულობის გაღვივება და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობა მათი პოლიტიკური არსებობის ერთადერთი ფორმაა.

საბოლოოდ სურათი ნათელია: მაშინ, როცა მმრთველი გუნდი ცდილობს ქვეყანას ომი და ქაოსი აარიდოს, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო სწორედ იმ ქაოსში აღმოჩნდეს, საიდანაც გამოსვლა ყველაზე ძნელი იქნება.

ხოლო მათთვის არსებული ქაოსი ხელისუფლებაში მოსვლის შანსად გადაიქცევა.

- ირაკლი ჯანყარაშვილი