img1


პაშინიანის ქცევა უფრო ჯამბაზობას ჰგავს, ვიდრე პრემიერ-მინისტრის როლს

მაშინ, როდესაც ირანში მშვიდობიანი მოსახლეობა მათ შორის ბავშვები იღუპებიან, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საზოგადოებას დრამზე დაკვრითა და შოუმსგავსი პერფორმანსებით „ამშვიდებს“.

ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ცუდი ტონი ეს არის პოლიტიკური ცინიზმი. რეგიონი დგას ომის, დესტაბილიზაციისა და ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე, ხოლო მეზობელი ქვეყნის ლიდერი სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას სანახაობით ცვლის. ასეთ ფონზე მისი ქცევა უფრო ჯამბაზობას ჰგავს, ვიდრე პრემიერ-მინისტრის როლს.

სომეხ ხალხს ისტორიულად ჰყავდა მძიმე ეპოქებში გამძლე და სერიოზული ლიდერები. დღეს კი მათი სახელით გამოდის ადამიანი, რომელიც ტრაგედიაზე დუმილს შოუს ხმაურით ფარავს. ეს უკვე არა მხოლოდ პოლიტიკური უსუსურობაა, არამედ მორალური დეგრადაციის დემონსტრირება.

როდესაც რეგიონში სისხლი იღვრება, ლიდერის ადგილი დრამთან კი არა, პასუხისმგებლობის ცენტრშია დიპლომატიაში, განცხადებებში, სოლიდარობასა და რეალურ პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი „ლიდერობა“ მხოლოდ ამცირებს სახელმწიფოს როლს და აქცევს მას სპექტაკლის დეკორაციად დიდი ტრაგედიის ფონზე..