სუვერენული ერების ალიანსის პირველი ფორუმი იმართება, სადაც სრულუფლებიან წევრებად ვიქნებით წარმოდგენილები. ამ ღონისძიების მთავარი არსია ის, რომ სუვერენული ქვეყნები თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს. საქართველოს მთავარი გზავნილიც სწორედ ეს იქნება, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
მისი თქმით, აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მხრიდან გაჟღერდება მზაობა საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.
„გვექნება ორმხრივი შეხვედრები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე თეთრ სახლში და მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოს მხრიდან გაჟღერდება მზაობა იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს“, - განაცხადა ლაშხმა.
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა.
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15
2026-04-14
2026-04-14
2026-04-14