ჰორმუზის სრუტე და ნავთობის გლობალური შოკი: რატომ შეიძლება რუსული ნავთობი ევროპისთვის „ოქროდ“ იქცეს
მსოფლიო ენერგეტიკული სისტემა ერთ-ერთ ყველაზე მყიფე წერტილზეა მიბმული ეს ჰორმუზის სრუტეა.
ამ ვიწრო საზღვაო დერეფნით დღეში დაახლოებით 17–20 მილიონი ბარელი ნავთობი გადის, რაც გლობალური მიწოდების თითქმის მეხუთედს შეადგენს. მისი დახურვა ან ნაწილობრივი პარალიზება არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ ეკონომიკურ შოკს გამოიწვევს.
რა მოხდება ჰორმუზის სრუტის დახურვის შემთხვევაში ?!
ჰორმუზის სრუტის ბლოკირება პირველ რიგში დააზარალებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს საუდის არაბეთს, ირანს, ერაყს, ქუვეითს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
სწორედ აქედან მიეწოდება ნავთობი ევროპისა და აზიის ბაზრებს.
შედეგები იქნება მრავალმხრივი:
ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა მსოფლიო ბირჟებზე
ტანკერების დაზღვევის ფასების ზრდა,
ევროპაში მიწოდების დეფიციტი,
აზიის ბაზრებზე პანიკური შესყიდვები,
სტრატეგიული მარაგების დაჩქარებული ხარჯვა.
ეს სცენარი პრაქტიკულად ნიშნავს, რომ გლობალური ენერგეტიკული სისტემა გადავა კრიზისულ რეჟიმში.
არსებობს თუ არა რეალური ალტერნატივა
თეორიულად, ალტერნატიული წყაროები არსებობს მაგამითად აშშ, ნორვეგია, კანადა, აფრიკის რიგი ქვეყნები, ასევე სტრატეგიული მარაგები. თუმცა პრაქტიკაში ამ რესურსებს აქვთ თავისი ლიმიტები.
აშშ და ნორვეგია უკვე თითქმის მაქსიმალურ წარმოებაზე მუშაობენ. აფრიკული მიმართულება ვერ უზრუნველყოფს იმ მოცულობებს, რასაც სპარსეთის ყურის ქვეყნები აწვდიან ევროპას. სტრატეგიული მარაგები კი მხოლოდ დროებითი ბუფერია და არა გრძელვადიანი გამოსავალი.
თხევადი გაზი (LNG) ნავთობს სრულად ვერ ჩაანაცვლებს, განსაკუთრებით სატრანსპორტო სექტორში.
ამ პირობებში ჩნდება მთავარი კითხვა: ვინ შეძლებს სწრაფად და მასშტაბურად შევსებას?
ასეთ კრიზისში წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდება რუსეთი. მიზეზი რამდენიმეა:
აქვს დიდი მოპოვებითი პოტენციალი
გააჩნია ლოჯისტიკური მარშრუტები ევროპისკენ
შეუძლია შედარებით სწრაფი გადამისამართება
სანქციების გამო მისი ნავთობი უკვე დისკონტით იყიდება
თუ ჰორმუზის სრუტე დაიკეტება, რუსული ნავთობი ევროპისთვის აღარ იქნება მხოლოდ ეკონომიკური პროდუქტი ის გადაიქცევა სტრატეგიულ რესურსად.
ამ კონტექსტში ფრაზა „რუსული ნავთობი ოქრო გახდება“ არ გულისხმობს მხოლოდ ფასს. საუბარია პოლიტიკურ ღირებულებაზე: ენერგორესურსი ხდება ბერკეტი, რომელიც ცვლის საგარეო პოლიტიკის ლოგიკას.
ევროპა დილემის წინაშე
აღმოჩნდება რთული არჩევანის წინაშე:
ან შეინარჩუნოს სანქციების მკაცრი რეჟიმი და მიიღოს ენერგეტიკული შოკი
ან დეფაქტო შეარბილოს შეზღუდვები რუსულ ნავთობზე, ენერგეტიკული კოლაფსის თავიდან ასაცილებლად
ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ მორალური და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას მოახდენს ევროკავშირის ერთიანობაზე და მის საგარეო პოლიტიკურ იმიჯზე.
ჰორმუზის სრუტის დახურვა გამოიწვევს:
ენერგორესურსების გეოპოლიტიზაციის ახალ ეტაპს
ჰორმუზის სრუტის დახურვა რუსულ ნავთობს არ აქცევს ერთადერთ ალტერნატივად, მაგრამ მას აქცევს ყველაზე სწრაფ, მასშტაბურ და პოლიტიკურად რეალისტურ გამოსავლად ევროპისთვის. ასეთ ვითარებაში ენერგია აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური კატეგორია ის ხდება ძალაუფლების ინსტრუმენტი.
თუ ეს სცენარი რეალობად იქცევა, ევროპისთვის რუსული ნავთობი შეიძლება მართლაც „ოქრო“ გახდეს არა ფასის გამო, არამედ იმის გამო, რომ მის გარეშე სისტემის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15
2026-04-14
2026-04-14
2026-04-14