img1


პრეზიდენტმა ტრამპმა CNBC-თან ინტერვიუში გამოაცხადა გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შესახებ

"ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შეთანხმება იქნება აშშ-სთვის და ასევე მათთვის [დანიისთვის]. [ნატოს გენერალური მდივანი] რუტე წარმოადგენდა მათ. ვვარაუდობ, რომ ის ყველას ესაუბრა.

 

ჩვენ ერთად ვიმუშავებთ არქტიკასთან, როგორც მთლიანობაში, ასევე გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

შეთანხმება ცოტა რთულია. ჩვენ მას მოგვიანებით ავხსნით. ეს არის ისეთი შეთანხმება, რომლის დადებაც მინდოდა. ეს უკეთესია, ვიდრე ობამას ირანის ბირთვული შეთანხმება, ეს შეთანხმება სამუდამოა", - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა

 

The New York Times-ის ცნობით, აშშ-გრენლანდიის შეთანხმება მსგავსი იქნება დიდი ბრიტანეთისა და კვიპროსის შეთანხმებისა.

 

აშშ-ის, დანიის და ნატოს ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჩარჩოს შესაქმნელად, რომლის მიხედვითაც გრენლანდიის მცირე ნაწილებს აშშ-ის სუვერენიტეტი მიენიჭებათ. აშშ-ს შეეძლება ამ ადგილებში სამხედრო ინფრასტრუქტურის აშენება და ექსპლუატაცია, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთი მართავს ორ ობიექტს კვიპროსზე.

 

შეთანხმების ჩარჩოს შექმნას ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე უწყობდა ხელს.