წყაროს ინფორმაციით, „ალტ-ინფო“ ახალი წლის შემდეგ ოპოზიციურ რვიანს უერთდება და რუსთაველის აქციებს ღიად დაუჭერს მხარს
წყარო "ალტ-ინფოდან" გვიყვება, რომ ახალი წლის შემდეგ „ალტ-ინფო“ ოპოზიციურ რვიანს შეუერთდება და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტებს ღიად დაუჭერს მხარს.
როგორც ჩვენთან საუბარში ინფორმირებული პირი აცხადებს, პროცესები უკვე კულისებს მიღმა აღარ ვითარდება და თანამშრომლობა საჯარო ფაზაში გადავიდა.
წყაროს მტკიცებით, შედგა ნოდარ მელაძისა და მორგოშიას პირველი ოფიციალური კონტაქტი.
ამავე ინფორმაციით, მათ შორის კომუნიკაცია წარსულშიც არსებობდა, თუმცა მხოლოდ კულისებში. წყარო ამტკიცებს, რომ მორგოშია უკვე სამი წელია TV პირველთან დაკავშირებულ ინფორმაციულ ქსელში ფიგურირებს და არხს აქტიურად აწვდიდა ინფორმაციას „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ პროცესებზე.
მორგოშიას ბოლო პერიოდში TV პირველის ეთერში რესპონდენტის სტატუსით გამოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა.
ინფორმირებული პირის თქმით, ბოლო სიუჟეტით მხარეებს შორის თანამშრომლობა ფაქტობრივად ოფიციალურად გაფორმდა, რაც „ალტ-ინფოსა“ და ოპოზიციური მედია-სივრცის ღია კოლაბორაციაზე მიუთითებს.
წყაროს ინფორმაციითვე, ახალი წლის შემდეგ „ალტ-ინფო“ აღარ შემოიფარგლება ირიბი მხარდაჭერით და ოპოზიციურ გაერთიანებას ღიად დაუჭერს მხარს, მათ შორის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში ჩართვით.
2026-05-11
2026-05-11
2026-05-11
2026-05-11
2026-05-10
2026-05-09
2026-05-09
2026-05-09
2026-05-07
2026-05-07