img1


გიორგი ახობაძე ალტ-ინფოს იცავს

გიორგი ახობაძე, რომელიც პროდასავლელი აქტივისტია ღიად იცავს „ალტ-ინფოს“ და უარყოფს იმ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული ჯგუფი და სხვა რადიკალური ქსელები ერთი ცენტრიდან იმართეა. ახობაძის მტკიცებით, მსგავსი ბრალდებები სიცრუეა და ხელისუფლების მიზანი„პროდასავლური ოპოზიციის“ და ალტ-ინფოს დისკრედიტაციას წარმოადგენს.

 

თუმცა ექსპერტული წრეებისთვის ახობაძის პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმ ტენდენციისა, როცა ცალკეული ფიგურები პირდაპირ ან ირიბად ერთვებიან ალტ-ინფოსა და კონსტანტინე მორგოშიას ირგვლივ ფორმირებული დესტრუქციული ჯგუფის დაცვაში.

 

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ალტ-ინფოს აქტივობა სცდება მედია-პროპაგანდის ჩარჩოებს და იძენს სისტემურ, აგენტურულ ხასიათს, რაც პირდაპირ აზიანებს ქვეყნის სტაბილურობასა და სახელმწიფო ინტერესებს.

 

საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ 7 დეკემბრის აქციის ჩავარდნის შემდეგ, ალტ-ინფოს ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ საჯაროდ დაანონსა ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ჯგუფებთან გაერთიანების მზადყოფნა, რომელიც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს „იდეოლოგიური შეუთავსებლობის“ შესახებ და აძლიერებს ეჭვებს კულისებში მიმდინარე კოორდინაციაზე.

 

ამ კონტექსტში, გიორგი ახობაძის განცხადებები უფრო ფართო სურათის ნაწილად აღიქმება, სადაც სხვადასხვა ფლანგიდან ხდება რადიკალური ჯგუფების ლეგიტიმაციის მცდელობა და მათი ქმედებების გადაფარვა.