2025 წელი სრულდება და ფაქტი ერთმნიშვნელოვანია საქართველოს წინააღმდეგ ვერც შიდა და ვერც გარე დესტრუქციულმა ძალებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში გამოყენებული იყო პრაქტიკულად ყველა კლასიკური დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი, შედეგი ნულოვანია.
პირველ ეტაპზე ამოქმედდა იდენტობითი შანტაჟის მექანიზმი „გარუსების“ ნარატივით. როდესაც ამ თემამ საზოგადოებაში მობილიზაციის რესურსი ვერ შექმნა, იგი ჩანაცვლდა კულტურულ-სამოქალაქო შიშებზე დაფუძნებული „არაბიზაციის“ კონცეფციით. ნარატივების ეს მონაცვლეობა შემთხვევითი არ ყოფილა ისინი მიზანმიმართულად იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ საზოგადოებაში რომელი შიში შეიძლებოდა უფრო ეფექტიანად კონვერტირებულიყო პოლიტიკურ უკმაყოფილებად.
თუმცა ვერც ერთმა სცენარმა ვერ უზრუნველყო კრიტიკული მასის დაგროვება. საზოგადოებრივმა ინსტინქტმა და გამოცდილებამ იმუშავა შიშის ხელოვნურმა ინექციამ ვერ მოახერხა რეალურ პროცესად ჩამოყალიბება.
როდესაც ქუჩის პროტესტის რესურსი რუსთაველზე პრაქტიკულად ამოიწურა და
„აკაცუკები“ იზოლაციაში აღმოჩნდნენ, პროცესში სათადარიგო „მაშველ რგოლად“ ჩაერთო ალტ-ინფო ჯგუფი, რომელიც წლების განმავლობაში ცნობილია რადიკალური რიტორიკით, საზოგადოებრივი პოლარიზაციის მცდელობებითა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული დისკრედიტაციით.
ამ ეტაპზე უკვე აღარ გვქონდა საქმე სპონტანურ აქტივიზმთან. ეს იყო კლასიკური ჰიბრიდული ოპერაციის ფინალური ფაზა, სადაც წარუმატებელ ქუჩის პროტესტს დაემატა აგრესიული საინფორმაციო ზეწოლა, ლანძღვა, წყევლა, რელიგიური და კულტურული თემების იარაღად გამოყენება, ემოციური ფონის უკიდურესად გამწვავების მცდელობა.
შედეგი კი ნათელია:
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ამოიცნო სქემა. ვერ მოხდა შიშის მასობრივი კონვერტაცია პოლიტიკურ ენერგიად. არ ჩამოყალიბდა კრიზისული დინამიკა. ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაუძლო როგორც გარე ზეწოლას, ისე შიდა აგენტურულ ქსელებს.
2025 წელი საქართველოსთვის ამ თვალსაზრისით დასრულდა არა დესტაბილიზაციით, არამედ დასავლეთის კიდევ ერთი ჩავარდნილი სპეცოპერაციით.
ხოლო ალტ-ინფოს სახით ახალი აგენტურის გაშიფრვით.
2026-05-11
2026-05-11
2026-05-11
2026-05-11
2026-05-10
2026-05-09
2026-05-09
2026-05-09
2026-05-07
2026-05-07