img1


რა ტვინი წაიღეთ.. ეს არის არჩევნები და საჭიროა ამომრჩეველთა მობილიზაცია.. ამას აკეთებს ყველა კანდიდატი, აბსოლუტურად ყველა.. - მარიამ საბიაშვილი

ორი სიტყვა, ტრანსპორტით ამომრჩევლების მობილიზაციაზე.. 

 

რა ტვინი წაიღეთ.. ეს არის არჩევნები და საჭიროა ამომრჩეველთა მობილიზაცია.. ამას აკეთებს ყველა კანდიდატი, აბსოლუტურად ყველა.. 

 

ჩომახაშვილის გუნდიც რეკავდა ადვოკატებთან და მათაც ჩამოჰყავდათ მხარდამჭერები რეგიონებიდან…ამას ავტობუსებით არ შვებოდნენ, თუმცა პატარა ავტომობილებით და ამაში დიდ სხვაობას ვერ ვხედავ… 

 

დიახ, მე ვიხილე რეგიონებიდან ჩამოსული მათივე მობილიზებული მათი მხარდამჭერებიც და რა პრობლემაა?

 

მთავარი ის არის, რომ არავის ძალით არავისთვის დაუვალებია ჩამოსვლა და კონკრეტული კანდიდატის არჩევა, თორემ შენი ამომრჩეველი ტრანსპორტით რომ უზრუნველყო, ამაში პრობლემას სად ხედავთ ერთი ამიხსენით ჭკვიანებო

 

არჩევნებია ბიძია არჩევნებიიი… ამ დროს ხდება მაქს. მობილიზაცია და რესურსის გამოყენება, რომ შენი ამომრჩეველი მოიყვანო.. ვიღაცას შეიძლება არ ჰქონდეს ამის ერთი ადგილი და ვერ ქნას, თორემ რომ ჰქონდეს, მერწმუნეთ იზამს

 

თუმცა… ორივე გამოკვეთილმა კანდიდატმა, არ დაიშუა რესურსი და ასეც უნდა განაგრძონ

 

.. ასევე, მე ვიყავი დამკვირვებელი და ზოგიერთის დამკვირვებელი, პირადი ნომრებით, სიითი ნომრებითა და სახელ-გვარებით ინიშნავდა ამომრჩეველს. ისინი საერთო ჩატში აგდებდნენ ამ ინფორმაციას და აკონტროლებდნენ მათი ამომრჩევლებიდან ვინ არ მოვიდა.. მერე იდგნენ და ურეკავდნენ ალბათ არ გამოცხადებულებს :))) ერთადერთი, რაზედაც შენიშვნა მიიღეს, იყო ის, რომ პირადი ნომრების ამოწერის უფლება არ მივეცით (პერსონალური მონაცემია), დანარჩენი ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ… 

 

დაე ყველამ მისი ამომრჩევლის მოყვანა უზრუნველყოს ისე, როგორც თავად სურს და ეს არ არღვევს არანაირ კანონს.. მთავარია ზეწოლა არ განახორციელო.. თუ გაქვთ ერთი მყარი მტკიცებულება მაინც, რომ ყანდაშვილის მხრიდან ასეთ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, მოდით მტკიცებულებით.. ბლა ბლა ბლა ადვოკატებს არ გეკადრებათ 

 

მეტიც, საარჩევნო უბნის გარეთ, არც აგიტაციას კრძალავს კანონი და არც ვინმეს ფოტოების გამოყენებას.. 

 

ხოდა დადუმდით რა… ტრ@@@ ნუ ათამაშებთ ზოგიერთები ზედმეტად.. 

 

“იიიიიი ყანდაშვილმა ხალხი ჩამოიყვანა ავტობუსიიით” სუბიექტებისთვის:- ესეც პატივისცემაა ერთგვარი, რომ რეგიონებში მცხოვრებ ადვოკატებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ და ამის შესაძლებლობას აძლევ… რატომ უნდა ხარჯონ საკუთარი ფინანსები..

 

პ.ს კიდევ უფრო მეტი ავტობუსი უნდა გავუშვათ მეორე ტურზე, რომ კიდევ უფრო მეტი ჩამოვიყვანოთ არა ბიჭოს 

- წერს მარიამ საბიაშვილი