img1


ალტ-ინფოს მხარდამჭერები აგრესიასა და საჯარო წყევლაზე გადავიდნენ

მას შემდეგ, რაც 7 დეკემბრის აქცია ფაქტობრივად ჩავარდა, ხოლო 14 დეკემბერს ბათუმში დაანონსებულ შეკრებაზე მხოლოდ დაახლოებით ათი ადამიანი მივიდა, „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერების ქცევა საგრძნობლად შეიცვალა. სოციალური ქსელები სავსეა აგრესიული და უკიდურესად რადიკალური კომენტარებით, სადაც მათი მხარდამჭერები ღიად წყევლიან მოქალაქეებს.

 

არაერთ შემთხვევაში ფიქსირდება კომენტარები, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უწყევლიან ოჯახის წევრებს, მათ შორის ბავშვებს. კრიტიკოსების მიმართ გამოიყენება სიკვდილის სურვილი, „ჯოჯოხეთში მოხვედრის“ გზავნილები და სხვა მძიმე, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. სამწუხაროდ, ზოგიერთ კომენტარში არც ბავშვები არიან დაცულნი სიძულვილის ენისგან.

 

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ორგანიზაცია საკუთარ თავს მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დამყარებულ მოძრაობად წარმოაჩენს. მათი აქციები ხშირად ხატებითა და ჯვრებით იმართება, რაც მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის იმ აგრესიულ და არაქრისტიანულ რიტორიკასთან, რომელიც მათი მხარდამჭერების მხრიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება.