მორჩა.. საბოლოოდ დავწერ და ეგ არის..
მხვდება კომენტარები, რომ თურმე ჩომახაშვილს დაუწყო გაშავება სამთავრობო მედიამ, მთავრობის მხარდამჭერებმა და აშ..
აი, ამგვარად მოაზროვნეების გასაგონად:
ჩომახაშვილი თუ ვინმემ გააშავა, ესენი არიან ოპიზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები თუ სხვა ოპოსუბიექტები..
ჩომახაშვილის რადიკალური განცხადებები, პირადად ჩემთვის არ იყო მისთვის ხმის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება.. ის ინდივიდია და აქვს უფლება ჰქონდეს მისთვის სასურველი პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ.. რაც დავინახე მის უკან მართლა ვიწრო პოლიტიკური ინტერესის მქონე სუბიექტების აქტიურობა, მოაზროვნეს არ გაუჭირდება ანალიზი, თუ რას იზამენ მისი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში.. აი, სწორედ ეს არის ყველასთვის მისთვის უარის თქმის საფუძველი
რაც შეეხება ყანდაშვილის სახელისუფლებო კანდიდატად მიჩნევას:
აი, აქ მისი ამგვარად წარმოჩენა, სწორედ ჩომახაშვილის მხარდამჭერებმა სცადეს და სწორედ მანდ გამოამჟღავნეს თავი..
ყანდაშვილი მშვიდი, გაწონასწორებული, მედიატორული ნიჭითა და უნარებით სავსე პიროვნებაა.. მისი ეს სიმშვიდე და დიპლომატიური უნარები, სულაც არ გულისხმობს მთავრობის ყურმოჭრილ მონობას.. ეს გულისხმობს სწორ მენეჯმეტს, ობიექტურობის მაღალ ხარისხს, პროფესიონალიზმს და ა.შ
თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ, რომ ყანდაშვილის გუნდშიც არაერთი ოპოზიციურად განწყობილი კანდიდატია (სახელებს არ ჩამოვთვლი), ამდენად, სწორედ ეს გარემოება მიუთითებს, მისი მხრიდან სწორ, ეთიკურ, პროფესიულ მიდგომაზე, რომ ის ოროენტირებულია პროფესიის განვითარებაზე და მისთვის ინდივიდების პოლიტიკურ არჩევანს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ.. როცა ცალსახად იკვეთება, ასოციაციის პლატფორმის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა, ის იქ სვამს წერტილს, რაც აბსოლუტურად სწორია და ამას ვეთანხმებით ადვოკატთა უმრავლესობა, მიუხედავად ჩვენი ვიწრო პოლიტიკური შეხედულებებისა
ამდენად..
ადვოკატთა კორპუსის უმრავლესობა, ხაზს ვუსვამ-უმრავლესობა ერთიანად, განურჩევლად სუბიექტური პოლიტიკური შეხედულებებისა, ვეუბნებით “არა”-ს პოლიტიკურ ინტერესებს, თუმცა ვეუბნებით “კი”-ს ნეიტრალურ, პროფესიონალ, დიპლომატ, ობიექტურ და გაწონასწორებულ ყანდაშვილს, რაც მსგავსი კორპორაციის მართვისას უმთავრესია
ამას 14-ში საქმით დაგიმტკიცებთ და ვიმედოვნებ, ეს იქნება ოპოზიციისთვის ანალიზის გაკეთების კარგი საშუალება..
გყვარობთ
- წერს მარიამ საბიაშვილი
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15
2026-04-14
2026-04-14