img1


Financial Times: დონალდ ტრამპმა, ვლადიმირ ზელენსკის რამდენიმე დღე მისცა, რათა მიიღოს გადაწყვეტილება შემოთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე.

დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღე მისცეს, რომ უპასუხოს შეთავაზებულ სამშვიდობო გარიგებას, რომელიც უკრაინას ტერიტორიული დანაკარგების მიღებას ავალდებულებს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უკრაინის პრეზიდენტმა თავის ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ შაბათს გამართული ორსაათიანი საუბრის დროს, მასზე ზეწოლას ახდენდნენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი, რათა სწრაფი გადაწყვეტილება მიეღო.

 

ინფორმირებული წყაროს განცხადებით, ტრამპი იმედოვნებდა, რომ შეთანხმება შობამდე დაიდებოდა.