img1


მორგოშიასა და ბადრი ჯაფარიძეს შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა

Publicist.ge-ს წყარო ალტ-ინფოდან უყვება, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში “ალტ-ინფოს” ლიდერი კოკა მორგოშია ბადრი ჯაფარიძეს კონსპირაციულად შეხვდა. წყაროს ცნობით, მორგოშია ჯაფარიძესთან კავშირზე ირმა ინაშვილის მეშვეობით გავიდა რომელიც ბადრი ჯაფარიძის „დიდხნის მეგობარია“.

 

ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის მიზანი შესაძლოა ყოფილიყო ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობის საკითხის განხილვა, განსაკუთრებით “ემაარ ჯგუფის” ინვესტიციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის კონტექსტში. როგორც წყარო აცხადებს, მორგოშიას ინტერესს წარმოადგენდა საპროტესტო აქციებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოძიება.

 

“ლელო” აქტიურადაა ჩართული „ემაარ ჯგუფის“ წინააღმდეგ პოზიციების ფორმირებაში, ხოლო „ალტ-ინფოს“ შიგნით უკვე მიმდინარეობს მსჯელობა ოპოზიციასთან შესაძლო თანამშრომლობაზე. წყაროს ვერსიით, პარტიის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე შეთანხმებულია, თუმცა პარტიული აქტივის ნაწილი წინააღმდეგობას გამოხატავს.

 

კოკა მორგოშიამ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ნათლად მიუთითა ოპოზიციურ ძალებთან შესაძლო გაერთიანებაზე. ალტ-ინფოს რიტორიკაში კი გამოიკვეთა მოლოდინიც, რომ პარტია შესაძლოა „ოპოზიციურ რვიანს“ შეუერთდეს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე შეხვედრის შესახებ ოფიციალური კომენტარი არც მორგოშიას და არც ბადრი ჯაფარიძეს საჯაროდ არ გაუვრცელებიათ, იმედია ამ ინფორმაციას ისინი დაადასტურებენ ან უარყოფენ.