როგორც საზოგადოებისთვის უკვე აშკარა ხდება, ე.წ. „კონსერვატორების“ მიერ ხვალისთვის გამოცხადებული შეკრება უფრო ფართო პოლიტიკური სცენარის ნაწილია, ვიდრე უბრალოდ „შიდა პროტესტი“. ბოლო პერიოდში დასავლურ პოლიტიკურ წრეებში აშკარად შეინიშნება ტენდენცია, რომელიც ცხადყოფს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ფსონი ამჯერას ეგრედწოდებულ "კონსერვატიულ ძალებზე დადეს"
ეს ძალები დღეს მზად არიან ჩაეწერონ მათ სტრატეგიულ თამაშში საქართველოს წინააღმდეგ.
ამდენად, უკვე აშკარაა, რომ ამ პროცესს აქვს კონკრეტული მიზანი საქართველოს საინვესტიციო გარემოს დაზიანება, ეკონომიკური პროექტების შეფერხება და ქვეყნის განვითარების ტემპის ხელოვნურად ჩახშობა. ასეთ ფონზე კი ინაშვილი–თარხან-მოურავის ტანდემი იქცა იმ პოლიტიკური ბერკეტად, რომელსაც გარე ცენტრები თავიანთ გეგმებში ეფექტურად იყენებენ.
ეს ყველაფერი კი შემთხვევითობას ნამდვილად აღარ ჰგავს, ძალიან მკაფიო სტრატეგიული კოორდინაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც პირდაპირ ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ სუვერენიტეტსა და იმ მომავალს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც უკვე ღია ტექსტით მიმდინარეობს.
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15
2026-04-14
2026-04-14