img1


ლევან სამუშია ადასტურებს, რომ "ლელო-ძლიერი საქართველო" ალეკო ელისაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას აგრძელებს.

 

"ლელო-ძლიერი საქართველო" ალეკო ელისაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას განაგრძობს. "ძლიერი საქართველო" დღეს გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნავს, რომ პარტია, "მოქალაქეებთან" კოალიციურ პარტნიორობას ისევ ინარჩუნებს.

 

"ლელოსთან" თანამშრომლობას ადასტურებს ელისაშვილის პარტიის წევრი ქეთი თურაზაშვილიც და აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის პარტიასთან პარტნიორულ ურთიერთობაში რჩებიან. ალეკო ელისაშვილი ამ დრომდე პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარეა.

 

"ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრი ლევან სამუშია ასევე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ წყვეტენ თანამშრომლობას ალეკო ელისაშვილის პარტიის წევრებთან. კითხვაზე, აგრძელებს თუ არა "ლელო" თანამშრომლობას ალეკო ელისაშვილის პარტიასთან "მოქალაქეები", სამუშია პასუხობს, რომ აგრძელებენ.

 

"თუ რამე მიუღებელ ქმედებებზეა საუბარი, რომელიც უნდა დადასტურდეს გამამტყუნებელი განაჩენით, ჩვენ ვართ კანონმორჩილი, სამართლიანი და სამართლებრივი ძალა", - განაცხადა "ლელოს" წევრმა ლევან სამუშიამ.