სამწუხაროდ დასავლეთმა და ე.წ. დემოკრატიულმა სამყარომ არათუ არ დაგმო სამხედრო პუტჩი , არამედ აღიარა ხუნტის ხელისუფლება და მას დემოკრატიული უწოდა
1992 წელს - როდესაც ქართველ პატრიოტებს-კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერებს, მშვიდობიან მომიტინგეებს რესპუბლიკის მოედანზე განსაკუთრებული სისასტიკით არბევდნენ და ტყვიას ესროდნენ ხუნტის ჯალათი კრიმინალები - ე.წ. იმელ შენობასთან , სულ რაღაც 100 მეტრში კრიმინალურ ავტორიტეტ კაბა იოსელიანთან და სანჭოთა კგბ-ს გენერალ შევარდნაძესთან ერთად აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი იდგა და სიამოვნებით - ღიმილით უყურებდა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა-დახვრეტას , დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიას
მაშინ როდესაც საქართველოს ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ , მშვიდობიან მიტინგებს სასტიკად არბევდნენ , ქართველ ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ და სააკაშვილს საფაშო ჰქონდა მოწყობილი - დასავლეთი და დემოკრატიული სამყარო მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის მაგალითს უწოდებდა , ხოლო კაციჭამია-ჯალათების ( ახალაიების,მასტერების, მეგისა ქარდავების და სხვა სადისტების) მიერ შექმნილ რეჟიმს - დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა
მაშინ როდესაც ზვიად გამსახურდიას დამხობას ხელს შეუწყობ და ქვეყანას ჯერ ქუჩის ჯიბგირს ჯაბა იოსელიანს, შემდეგ მოღალატე შევადნაძეს ჩაუგდებ ხელში . მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე , ძარცვაზე თვალს დახუჭავ და შემდეგ მხოლოდ იმიტომ რომ შენი მონაა - სააკაშვილს შალახოს უცეკვებ - არ უნდა გაგიკვირდეს , რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას აღარ ჯერავს არც დასავლური დემოკრატიის და არც ევროპული ფასეულობების
დასავლეთს საქართველო თავად დასავლურმა პოლიტიკოსებმა დააშორეს . მათ გაუკეთეს დევალვაცია ცნებებს- დემოკრატია და თავისუფლება.დიახ - ლიბერალურმა ფაშიზმმა შეჭამა დასავლური დემოკრატია
- წერს სანდრო ბრეგაძე
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15
2026-04-14
2026-04-14