img1


რიმა ბერაძე BBC-ის სტატიაზე: მათ სურდათ კიდევ ერთხელ დარტყმა მიეყენებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც არ გამოუვიდათ

მათ სურდათ კიდევ ერთხელ დარტყმა მიეყენებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც არ გამოუვიდათ, - განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ BBC-ს სტატიაზე საუბრისას.

 

მისი თქმით, BBC-ი არის ის ორგანიზაცია, რომელმაც 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და თავდასხმა უგულებელყო.

 

„ეს არის ცრუ ნარატივი და ბრალდება ყოველგვარი გადამოწმების, ანალიზისა და ფაქტების გარეშე. მათ სურდათ კიდევ ერთხელ დარტყმა მიეყენებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც არ გამოუვიდათ.

 

BBC-ი არის ის ორგანიზაცია, რომელმაც 2025 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და თავდასხმა უგულებელყო, დამალა და არ მიაწოდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია“, - აღნიშნა ბერაძემ.

 

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის პროტესტებისას გამოყენებულ წყლის ჭავლში სავარაუდოდ შერეული იყო ტოქსიკური ქიმიური აგენტი „კამიტე“ - ბრომობენზილ ციანიდი.

 

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.