უნდა ვთქვა რა..
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები, საინტერესოდ ვითარდება..
თავიდანვე აღვნიშნე, რომ ამ არჩევნებს აქვს პოლიტიკური სარჩული და ოპოზიცია ღიად ცდილობს ამ პლატფორმის ხელში ჩაგდებას.. ჩომახაშვილის და მისი გუნდის პოლიტიკური პოზიციები, ჩემთვის ისედაც დიდი ხანია ცნობილია და არამხოლოდ ჩემთვის..
საინტერესო იცით რა არის?
უკვე ღიად და აქტიურად დაიწყო ჩარევა ადვოკატთა ასოციაციის არჩრვნებში ოპოზიციამ… განსაკუთრებით აქტიურობენ ოპოზიციური არხები და ჟურნალისტები..
წავიკითზე, მარიკა არევაძეს როგორ დაესხნენ თავს ჟურნალისტები, მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანი და მიდის ზეწოლა მასზე, თუ რატომ უჭერს მხარს მათი განმარტებით სახელისუფლებო კანდიდატს-ირაკლი ყანდაშვილს..
ნუ, მარიკა არევაძე რომ ოპოზიციაშია ეს ყველამ ვიცით.. თან როგორ თავდაუზოგავად იბრძვის..
ჯერ ერთი, ყანდაშვილი სახელისუფლებო კადრი კი არ არის, იძახის სიმართლეს.. იმ სიმართლეს, რომელიც ოპოზიციას არ აწყობს და როცა ადვოკატები, არათუ ჭორებზე დაყრდნობით, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვაკეთებთ თუნდაც პოლიტიკურ შეფასებებს- ეს აპრიორი ქოცობის იარლიყის ტოლფასია რადიკალებისთვის.. სამწუხაროა მსგავსი აზროვნება (დროა განვითარდეთ).
დიახ, ყანდაშვილიც და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე, რეალურად საქმეში ჩახედული იტყვის, რომ საქართველოს არ შეუცვლია ევროპული კურსი და ყველა მიმართულებით, აქტიურად მიდის მუშაობა ევროინტეგრაციისკენ.. ხაზს ვუსვამ-საქმეში ჩახედული და არა პროპაგანდას აყოლილი.. თუნდაც ადვოკატთა ასოციაცია ავიღოთ, საერთაშორისო დონეზე რა ნიშა უკავია, მათ შორის ევროპაში, მოიკითხეთ.
მოკლედ.. გამძლეობა მარიკას, ვიცი ის გაუძლებს ამ ზეწოლას და დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს მიხვდება
და ბოლოს…
იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მისცეთ ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლება, იქნება ეს პოლიტიკური, პროფესიული თუ სხვა.. იქნებ თავისუფლად არსებობის და სუნთქვის საშუალება მისცეთ ადამიანებს და ისწავლოთ სხვისი არჩევანის პატივისცემა..
…და აი ამ შეგნების ადამიანებს გაქვთ პრეტენზია პროევროპელობასა და დემოკრატიაზე?
სწორედ ამიტომ არ გყავთ იმ რაოდენობის მხარდამჭერები, რაც გჭირდებათ და არც გეყოლებათ.. ასე განაგრძეთ
ყანდაშვილს წინასწარ ვულოცავ გამარჯვებას და მეტი ანალიზი კოლეგებო
პ.ს იმდენად უტვინოები არიან, ამ ცხვირის წაყოფით ჩომახაშვილს უფრო რომ აცლიან მხარდამჭერებს, ვერც ხვდებიან.. ზუსტად ასე ქნეს პოლიტიკაშიც და… კი არიან იქ, სადაც არიან..
პ.ს იმდენად უტვინოები არიან (დავამატებ:- აქ ადვოკატებს არ ვგულისხმობ, ოპოზიციის მხარდამჭერებზეა საუბარი, ტექსტს თუ წაიკითხავთ და წინა სტატუსს ნახავთ, მიხვდებით ისედაც, მაგრამ მაინც დამჭირდა განმარტება, ზოგი ვერ მიხვდა) ამ ცხვირის წაყოფით ჩომახაშვილს უფრო რომ აცლიან მხარდამჭერებს, ვერც ხვდებიან.. ზუსტად ასე ქნეს პოლიტიკაშიც და… კი არიან იქ, სადაც არიან..
- წერს მარიამ საბიაშვილი
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15
2026-04-14
2026-04-14