პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი ევროკავშირის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც გამჭვირვალობის კანონს ამკაცრებს და გარე ჩარევების გამო ახალ ზომებს იღებს.
მარიამ ლაშხის შეფასებით, ეს ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია.
"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ორმაგ სტანდარტს, ამასთან, ეს არის მავნებლობა. რასაც ჩვენ გვიწუნებდნენ, გვაკრიტიკებდნენ, აფინანსებდნენ ამის წინააღმდეგ კამპანიებს და ხალხში კიდევ უფრო მეტად აღვივებდნენ აგრესიას, დღეს ვხედავთ, რომ რაზეც ჩვენ გვედავებოდნენ, ზუსტად ის პრინციპები მიიღეს.
რეესტრი კეთდება, ანუ იმაზე უფრო მკაცრად აქვთ ჩადებული თავიანთ კანონში, ვიდრე ეს საქართველოშია, თუმცა ის, რაც მათთვის შესაძლებელია, საქართველოსთვის არც უნდა შეიძლებოდეს. ამასთან, საქართველოში ამას იყენებენ პროტესტის გასაღვივებლად," - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ცნობისთვის, ახალი წესები მიზნად ისახავს დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას. ეს წესი ვრცელდება ანაზღაურებადი ლობირების საქმიანობაზე, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. იზღუდება გარკვეული სფეროები რომლებიც ფინანსდება ან გრანტს იღებს უცხოეთიდან.
მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს ევროპარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15