„ჩვენ არ გვინდა მშვიდობა კაპიტულაციის გზით; ჩვენ გვინდა მშვიდობიანი თანაარსებობა ევროპის ხალხებს შორის, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს დემოკრატიულ, თავისუფლებისმოყვარე ღირებულებებზე. <…> უკრაინისა და ევროპელების თანხმობის გარეშე დადებული მშვიდობა არ იქნება უკრაინაში რეალური მშვიდობის საფუძველი. <…> ევროპა არ არის სათამაშო ბურთი, არამედ სუვერენული მოთამაშეა, რომელიც იცავს საკუთარ ინტერესებსა და ღირებულებებს. <…> იმისათვის, რომ რეალური მოლაპარაკებები იყოს შესაძლებელი, პუტინმა ნათლად უნდა აჩვენოს თავისი სამხედრო მოქმედებების უიმედობა. სწორედ ამიტომ ვამბობ: ჩვენ არ შევამცირებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. და ჩვენ გვინდა, რომ გაყინული რუსული აქტივები სწორედ ამ მიზნით გავხადოთ ხელმისაწვდომი. პუტინმა უნდა გაიგოს, რომ მას არ ექნება შანსი, რომ ეს ომი მოიგოს ევროპული წესრიგის, თავისუფლებისა და მშვიდობის ხარჯზე“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას.
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25
2026-05-25
2026-05-25