აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის მოგვარების სამშვიდობო გეგმა შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა „რუსული მხარის წინადადების“ და „უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებების“ გათვალისწინებით.
რუბიომ შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ჟენევაში უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის დელეგაციების მოლაპარაკებების წინა დღეს.
„ის შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის („სამშვიდობო გეგმა“) რუსული მხარის წინადადებას ეფუძნება. თუმცა, ის, ასევე, უკრაინის წინა და ამჟამინდელ წინადადებებსაც ეფუძნება“, - განაცხადა მან.
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24
2026-08-24
2026-08-22