ავსტრიის ქალაქ აბსდორფის ერთ-ერთმა სკოლამ პირველკლასელ მოსწავლეებს, კითხვარის მეშვეობით, ექვსი სქესის არჩევანი შესთავაზა, - იუწყება Exxpress-ი.
მედიის ინფორმაციით, მომხდარმა მშობლების აღშფოთება გამოიწვია და ეს საკითხი რეგიონულ პარლამენტამდე მიიტანეს.
"ავსტრიის თავისუფლების პარტია (FPÖ) ამას "საგანგაშო მაგალითს" უწოდებს. რეგიონული განათლების ორგანო უკვე განიხილავს ზომების მიღებას", - წერს სტატიის ავტორი.
"მშობლები ამ ყველაფერს აბსურდულს და სიგიჟეს უწოდებენ და ისინი მართლებიც არიან" , - აცხადებს FPÖ-ს წარმომადგენელი.
"ავსტრიის თავისუფლების პარტიის" მოსაზრებას იზიარებს ადგილობრივი კანონმდებელი ანდრეას ბორსი.
"აბსდორფის დაწყებით სკოლაში მიმდინარე მოვლენები საგანგაშო მაგალითია იმისა, თუ როგორ სთავაზობენ ჩვენს შვილებს იდეოლოგიურ ექსპერიმენტებს გაუფილტრავად", - ამბობს ბორსი.
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24
2026-08-24
2026-08-22