img1


ბელგიაში, სამხედრო ბაზაზის თავზე, უცნობი დრონები შენიშნეს

ბელგიაში, სამხედრო ბაზაზის თავზე, უცნობი დრონები შენიშნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბელგიაში, კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზაზე, 1 ნოემბერს გვიან ღამით, დრონი შენიშნეს, რაც ბოლო 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში მეორედ მოხდა.

 

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა, 1 ნოემბერს განაცხადა, რომ ეს შემთხვევა 31 ოქტომბერს იმავე საჰაერო ბაზაზე რამდენიმე დრონის დაფიქსირებიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ მოხდა.

 

ბელგიური გამოცემა VTM Nieuws-ის ცნობით, მეორე ინციდენტის შემდეგ, პოლიციის ვერტმფრენი დრონს დაედევნა, თუმცა მისი დაჭერა ვერ შეძლო.

 

 მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დაუდასტურებელია, საჰაერო ბაზა, სავარაუდოდ, აშშ-ის ბირთვული იარაღის საცავად ითვლება NATO-ს ბირთვული იარაღის გაზიარების შეთანხმებების ფარგლებში. 

ბელგიის თავდაცვის მინისტრის ცნობით, გამოძიება გრძელდება.