img1


"ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უკრაინას უნდა გადაეცეს, როცა ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია. ომის დაფინანსება ვალებითა და გადასახადების ზრდით სტრატეგია არ არის" - ვიქტორ ორბანი ბრიუსელს აკრიტიკებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელს აკრიტიკებს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირი ბიუჯეტის დიდ ნაწილს, რომელსაც წევრი სახელმწიფოებისგან იღებს, უკრაინაში ომის დასაფინანსებლად ხარჯავს. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, ეს ნგრევისკენ მიმავალი გზაა და ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია ჩაფლული. ვიქტორ ორბანმა საკითხზე ერთ-ერთი ინტერვიუშიც ისაუბრა.

 

"ამერიკის პრეზიდენტი ამ რუკას უყურებს, ხედავს, რომ წყლები მის სანაპიროებს მარცხნიდან მარჯვნივ აკრავს. უნგრეთი კი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანაა, ჩვენ ზღვა არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ დამოკიდებული ვართ იმ სატრანსპორტო მარშრუტებზე, რომლითაც ენერგიას შეუძლია უნგრეთამდე მისვლა, ეს ძირითადად მილსადენებია. 

 

რაც შეეხება ბრიუსელს და უკრაინას, ბრიუსელს საკუთარი ფული არ აქვს. ის ჩვენს ფულს, წევრი სახელმწიფოების ფულს იყენებს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად. ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უკრაინას უნდა გადაეცეს, მაშინ, როდესაც ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია. ომის დაფინანსება ვალებითა და გადასახადების ზრდით სტრატეგია არ არის, ეს ნგრევისკენ მიმავალი გზაა. მშვიდობის დროა, ევროპის აღდგენის დროა", - განაცხადა ორბანმა.